თამბაქო

FES: ახალგაზრდა მამაკაცების 65%, ხოლო ქალების 7% აქტიური მწეველია

pbs

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალგაზრდა მამაკაცების 65% აქტიური მწეველია. გამოკითხულ ახალგაზრდა ქალთა მხოლოდ 7%-მა განაცხადა, რომ აქტიური მწეველია.

ახალგაზრდების 2% აღნიშნავს, რომ ისინი იღებენ ალკოჰოლურ სასმელს ყოველდღე. ზოგა- დად, ალკოჰოლის მიღება ხშირია ახალგაზრდების 70%-ში, რაც მოიცავს სასმელის დალევას როგორც იშვიათად, ისე - რეგულარულად. ახალგაზრდების 85%-ს არასდროს გაუსინჯავს მარიხუანა, მაშინ, როდესაც გამოკითხულთა 8% იშვიათად ეწევა მას. აღნიშნულ 8%-ში მამაკაცები დომინირებენ.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა პირისპირ ინტერვიუებს და ფოკუსჯგუფის დისკუსიებს. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პირისპირ ინტერვიუ და 24 ფოკუსჯგუფის დისკუსია. კვლევის ფოკუსს წარმოადგენდა ახალგაზრდა თაობის სოციალურ-ეკონომიკურ თემებთან არსებული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შესწავლა.

კომენტარები