ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის პრეზიდენტად იტალიელი კონსერვატორი ანტონიო ტაიანი აირჩიეს

ანტონიო ტაიანი
AFP

ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტად იტალიელი კონსერვატორი, ანტონიო ტაიანი აირჩიეს.

63 წლის ტაიანი, სილვიო ბერლუსკონის პარტია Forza Italia-ს ყოფილი სპიკერი და ექსევროკომისარია. გარდა ამისა, იგი ევროპული ხალხის პარტიის (EPP) წევრია.

ტაიანიმ 351 ხმით 282-ს წინააღმდეგ, ასევე იტალიელი პოლიტიკოსი, სოციალისტი ჯანი პიტელა დაამარცხა.

ტაიანი ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე მარტინ შულცს შეცვლის. შულცმა ევროპარლამენტის დატოვება და გერმანულ პოლიტიკაში დაბრუნება 2016 წლის ნოემბერში დააანონსა.

ტაიანის ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევა უკვე მიულოცა იტალიის ექსპრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ.

"ტაიანის ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევა, მე, როგორც იტალიელსა და პარტია Forza Italia-ს თავმჯდომარეს, მიხარია და მეამაყება", - წერს ბერლუსკონი.

კომენტარები