Brexit

მეიმ ევროკავშირთან Brexit-ის შემდგომი მოლაპარაკებების 12-პუნქტიანი გეგმა გამოაცხადა

ტერეზა მეი
Getty Images

ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ ევროკავშირთან შემდგომი მოლაპარაკებებისთვის 12 პუნქტიანი გეგმა გაასაჯაროვა:

  1. ჩვენ შევეცდებით, ვიყოთ მაქსიმალურად თავდაჯერებულები.
  2. ევროკავშირის დატოვება ნიშნავს, რომ ჩვენი კანონმდებლობა ვესტმინისტერში, ედინბურგში, კარდიფსა და ბელფასტში დაიწერება.
  3. ძლიერი ბრიტანეთი მოითხოვს, რომ გავაძლიეროთ კავშირები გაერთიანებული სამეფოს 4 ქვეყანას შორის.
  4. ჩვენ შევიმუშავებთ პრაქტიკულ გზას, რომელიც მოგვცემს საშუალებას შევინარჩუნოთ ღია საზღვარი ირლანდიაში მიმოსვლისთვის.
  5. ბრექსიტი უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენ გავაკონტროლებთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან ბრიტანეთში შემოსული ადამიანების რაოდენობას.
  6. გვურს მაქსიმალურად მოკლე დროში დავიცვათ ბრიტანეთში მცხოვრები ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისა და ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ბრიტანელების უფლებები.
  7. მთავრობა არამხოლოდ დაიცავს ევროპული კანონმდებლობით გაწერილ მშორმელთა უფლებებს, არამედ ჩვენ ვაპირებთ სწორედ ამ გზას მივყვეთ და ეს საქმე შორს წავიყვანოთ.
  8. ჩვენ მივაღწევთ გაბედულ და ამბიციურ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან.
  9. დროა ბრიტანეთმა ხელახლა იპოვოს საკუთარი დიდი, გლობალური და სავაჭრო ქვეყნის როლი მსოფლიოში.
  10. მივესალმებით შეთანხმებას, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპელ პარტნიორებთან ერთად მეცნიერების, სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიური განვითარების საკითხებში.
  11. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს ვტოვებთ, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ევროპელ მოკავშირეებთან, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
  12. ჩვენ გვჯერა რომ იმპლემენტაციის პროცესი ბრიტანეთის, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების ინტერესთა დაცვით წარიმართება.

დღეს ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვების შემდეგ, ნაწილობრივი წევრობის სტატუსის შენარჩუნებას არ აპირებს.

გარდა ამისა, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის საერთო ბაზარსაც დატოვებს.

კომენტარები