Brexit

მეი ევროკავშირის ნაწილობრივი წევრობის სტატუსზე უარს ამბობს

ტერეზა მეი
Reuters

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვების შემდეგ, ნაწილობრივი წევრობის სტატუსის შენარჩუნებას არ აპირებს.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის თქმით, ბრიტანეთს ევროპულ ქვეყნებთან ვაჭრობა იმდენად თავისუფლად სურს, რამდენადაც შესაძლებელია, თუმცა ამის გამო ევროკავშირში ნახევრად ყოფნას არ აპირებს.

BBC აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, თავის სიტყვაში მეი კიდევ ერთხელ მიანიშნებს გაერთიანებული სამეფოს მიერ ერთიანი ევროპული ბაზრის დატოვებაზე.

დაუნინგ სტრიტი (ბრიტანეთის პრემიერის ოფისი) კი აცხადებს, რომ გაასაჯაროებს 12 პუნქტს ევროკავშირთან შემდგომი მოლაპარაკებებისთვის.

გარდა ამისა, დღეს დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებით სამი თვის მინიმუმამდე გაუფასურდა, ამჟამად ერთი ფუნტის ღირებულება $1.2 დოლარია.

კომენტარები