გიგი უგულავა და მე შემთხვევით შევხვდით, გავიცანით ერთმანეთი მრგვალ ბაღთან ღონისძიებაზე. შემდეგ მივიღე მისგან წინადადება და ვიყავი მთაწმინდის რაიონის გამგებელი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმებით, რომ მან გამიმყარა პარტიაში პოზიციები. არც არასდროს ვფიქრობდი, რომ გიგი უგულავას წარმოვადგენდი. მე დღესაც ამ პარტიაში წარმოვადგენ ამომრჩეველს და არა ერთსა და ორ ადამიანს. დღემდე კარდაკარ დავდივარ, რომ ენმ იყოს ძლიერი. ამ ლოგიკით გიგი უგულავას შემიძლია ვუთხრა, მიხეილ სააკაშვილმა მოგიყვანა ხელისუფლებაში შენ მეთქი. კი ბატონო, თუ თვლის, რომ მან მომიყვანა ოპოზიციაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ სიბნელეში გადადგმულ ნაბიჯში, რომელიც უგულავამ გადადგა ძალიან საეჭვო გარემოებებში, უნდა გავყვე. ჩემი აზრით, ძალიან ცუდი ფორმით გააკეთა ეს ყველაფერი. მე უგულავას კი არა ვუპირისპირდები, ვუპირისპირდები ღალატს, ამომრჩევლის აბუჩად აგდებას და შეცდომაში შეყვანას
tbl.ge/24ry
დაკოპირდა

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა



