აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი FBI-ის მიერ იმეილების საქმის გამოძიებას გამოიკვლევს

ჰილარი კლინტონი

BBC-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი FBI-ის დირექტორ ჯეიმს კომის მიერ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 11 დღით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილების საქმის განახლების მიზეზებს გამოიკვლევს.

მოკვლევის საგანი გახდება FBI-ს დირექტორის მიერ კონგრესისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ჯეიმს კომი ელექტონული წერილების დამატებით შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობდა.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მთავარი გამომძიებლის, გენერალ მაიკლ ჰოროვიცის თქმით, ის გამოიძიებს ფედერალური გამოძიების ბიუროსა და იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ "გარკვეულ საგამოძიებო ქმედებებს". 

ცნობისთვის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე FBI-მ ჰილარი კლინტონს ბრალი ვერ დაუდგინა. 

კლინტონის იმეილების საქმე 2015 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. გამოძიება კლინტონს სახელმწიფო მდივნობის პერიოდში (2009-13), სამსახურებრივი მიმოწერისას დაცული იმეილის სერვერის ნაცვლად, კერძო სერვერის გამოყენებაში ადანაშაულებდა. კანონის მიხედვით კი, აშშ-ში თანამდებობის პირები ვალდებულები არიან, სამსახურებრივი მიმოწერა დაცული და არა კერძო ელექტრონული სერვერიდან აწარმოონ.

კომენტარები