ენერგეტიკა

სემეკი ენერგოკომპანიების მომსახურების "მისტიური მომხმარებლით" შემოწმებას იწყებს

townnews.com

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების სერვისის "მისტიური მომხმარებლის" საშუალებით შესწავლას გეგმავს.

"მისტიური მომხმარებლის" კვლევის ფარგლებში 2017 წლის 11 იანვრიდან კომპანიების მომსახურების ცენტრებში შემოწმდება თუ რამდენად შეესაბამება კომისიის მიერ დადგენილ სტანდარტებს კომპანიებში მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების ხარისხი.

პროექტის ფარგლებში მოხდება კომპანიების მიერ მომხმარებლებისათვის გაწეული ისეთი მომსახურებების შემოწმება, როგორიცაა ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება, მრიცხველის შემოწმების მოთხოვნა, ქსელზე შეჭრისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობის მოთხოვნა; აბონენტის რეგისტრაციის შეცვლა; სიმძლავრის გაზრდა; აბონენტის გაყოფა, საჩივარზე რეაგირება და სხვა. ასევე, შემოწმდება ქოლ-ცენტრის მომსახურება, ქვითარი (ბეჭდური და ელექტრონული) და მასთან დაკავშირებული პროცესები, კომპანიების ოფიციალური ვებგვერდები და მომხმარებლის მოკლე ტექსტური შეტყობინებით ინფორმირების პროცესი.

პროექტის ფარგლებში შემოწმდება 21 მსხვილი და საშუალო ენერგოკომპანია:

  1. სს „თელასი“;
  2. სს „ენერგო პრო ჯორჯია“;
  3. სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“;
  4. შპს „ყაზტრანსგაზ თბილისი“;
  5. შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“;
  6. შპს „საქორგგაზი“;
  7. შპს ,,ჩირაღდანი -XXI საუკუნე“;
  8. შპს „ვარკეთილაირი“;
  9. შპს „ტაბა“;
  10. შპს „ყამარი მ“;
  11. სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“;
  12. შპს „ინტერ გაზი“;
  13. შპს „აკრიანი 2006-ი“;
  14. შპს „გასკო+“;
  15. შპს „დიდი დიღომი“
  16. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“;
  17. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“;
  18. შპს „ბათუმის წყალი“;
  19. შპს „რუსთავის წყალი“;
  20. შპს „ქობულეთის წყალი“;
  21. შპს „მცხეთის წყალი“

კომენტარები