"მე გიგა ბოკერიას არ წარმოვადგენ, წარმოვადგენ ნაციონალურ მოძრაობას", - ასე პასუხობს გიგი უგულავა ნიკა მელიას ბრალდებას, რომ ის გიგა ბოკერიას გუნდს წარმოადგენს.
"ნიკა მელია ოდესღაც წარმომადგენდა მე. ნიკა მელიას მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა მისი ქცევები. მასთან არც პოლემიკაში ვაპირებ შესვლას და არც დაპირისპირებაში.
პარტია არის კრიზისში. თუ გვეყოფა პასუხისმგებლობა, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, გაივლის, თუ ვერა და დარჩენილია ძალიან ცოტა რესურსი, შეიძლება ვთქვათ 2-5% და შესაძლოა, ეს ყოველდღიურად მცირდებოდეს. მიმდინარე მოვლენები უნდა განვითარდეს ცივილურ ფორმებში, რადგან ამ ქვეყანას იმაზე დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე დაპირისპირებაა ნაციონალურ მოძრაობაში", - თქვა უგულავამ.
გიგი უგულავას თქმით, მას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა, "მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან რთულია ტელეფონით კომუნიკაცია, უფრო მოკითხვა იყო, ადამიანურ დონეზე საუბარი".





