შეზღუდვები გზებზე

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე გადაადგილება შეზღუდულია

რუსთავი 2

ზესტაფონის რაიონის დაბა შორაპანთან გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა, რის გამოც თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდულია - ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, თუმცა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია.

როდის აღდგება მოძრაობა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები