ფარული ჩანაწერების საქმე

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულები სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვება-შენახვაში ბრალდებულები, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულებს - რევაზ შიუკაშვილს, ირაკლი ყიფშიძეს და გიგლა შიოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა 7 იანვარს ეწურებათ. "ტაბულა" პროკურატურას დაუკავშირდა, იმის გასარკვევად, თუ რა არგუმენტები აქვთ მათ და რა ეტაპზეა გამოძიება. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.  

საქართველოს პროკურატურამ 2016 წლის მარტში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების დამზადებისთვის იმავე წლის აპრილში ხუთი პირი დააკავა. 

უწყების მტკიცებით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2011-2012 წლებში, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ვასილ ლელუაშვილის ორგანიზებითა და დავალებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები მაკომპრომეტირებელი მასალის შეგროვების მიზნით არჩევდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირებს და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, უკანონოდ უთვალთვალებდნენ და მათ პირად ცხოვრებას იწერდნენ.

კომენტარები