ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: პარტია აბსოლუტურად არ დაზიანდება, თუ მას ერთი ჯგუფი გამოეყოფა

ნიკა მელია
ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია ფიქრობს, რომ "ერთი ჯგუფი" პარტიას მალე დატოვებს. ამის შესახებ მან "იმედის" ეთერში ისაუბრა.

"დამრჩა მყარი შთაბეჭდილება, არ გამოვრიცხავ, რომ ერთი ჯგუფი დიდი ხნით არ აპირებს ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენას და ეს მთელი აჟიოტაჟი ყრილობის არალეგიტიმურობაზე კარების ხმაურიანად მოჯახუნების მცდელობას ჰგავს", - ამბობს მელია.

ნიკა მელია ასევე თვლის, რომ ამ "ერთი ჯგუფის" გამოყოფა პარტიას აბსოლუტურად არ დააზიანებს.

"ნაციონალურ მოძრაობას ბევრი წევრი შემოერთებია და ბევრს დაუტოვებია პარტია, მაგრამ ის ყოველთვის იყო მოწინავე რიგებში და იყო ლიდერი. პირდაპირ გეტყვით, დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობა შედეგის თვალსაზრისით აბსოლუტურად არ დაზიანდება", - ფიქრობს მელია.

კომენტარები