თბილისის მერია

ნინო სულხანიშვილმა მერიის ეკოლოგიის სამსახურის უფროსის პოსტი დატოვა

ნინო სულხანიშვილი
თბილისის მერია

ნინო სულხანიშვილი თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი აღარ არის. მან გადაწყვეტილება "ოჯახური მიზეზით" ახსნა.

ნინო სულხანიშვილის სახელი ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრას უკავშირდება.

2016 წლის 17 აგვისტოს ყაზბეგის გამზირის 24 ნომერში ასწლოვანი ნაძვები გაჩეხეს. ადგილზე კომპანია ორბი ჯგუფი მშენებლობის დაწყებას აპირებს. ხეების მოჭრას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. "პარტიზანი მებაღეები" ნებართვის უკანონობაზე საუბრობდნენ, ნინო სულხანიშვილის გათავისუფლებას მოითხოვდნენ და შიმშილობდნენ.

კომენტარები