5 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი აშშ დოლარი 2.7303 ლარი ღირს. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6692 ლარი იყო. შესაბამისად, ლარის გაუფასურებამ დოლართან მიმართებით 6.11 თეთრი შეადგინა.
ლარი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ევრო 2.8649 ლარი ღირს. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7858 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის გაუფასურებამ ევროსთან მიმართებით 7.91 თეთრი შეადგინა.
ეროვნულმა ბანკმა დეკემბრის ბოლოს ლარის სწრაფი გაუფასურების შესაჩერებლად $40 მილიონი გაყიდა. სებ-მა მაშინ განცხადებაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბანკი მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები კურსის ჭარბი მერყეობის შესაჩერებლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი კურსი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას "რაციონალური მოლოდინები განაპირობებს". სებ-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბანკი ინფლაციური მოლოდინების ზრდის შემთხვევაში მზადაა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გაამკაცროს.





