ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: გიგი უგულავასაც ეგონა, რომ არ დაიჭერდნენ

მეც მეგონა, რომ არ დამიჭერდნენ. ბევრს ეგონა ასე. გიგისაც. სხვაგვარად კამპანიას გიგი უგულავას წინააღმდეგ ვერც გავამართლებ და ვერც დავადასტურებ, რომ ადგილი აქვს. ჩემზეც, თქვენზეც ბევრს წერენ სოციალურ ქსელში, ძალიან სატკენს მათ შორის, მაგრამ ის, რომ მართულია, არის გამორიცხული. ყველა პოლიტპატიმარი არის უკანონოდ დაკავებული. ეს არის უდავო.

ნიკა მელიას პასუხი ტაბულას კითხვაზე, იზიარებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს, რომელთა მიხედვით გიგი უგულავა იმიტომ დარჩა საქართველოში, რომ "ეგონა, არ დაიჭერდნენ" და ახლა მას "მძევლად იყენებენ", რასაც მოჰყვა კიდეც კამპანია, რომ უგულავა ივანიშვილთან გარიგდა.

კომენტარები