ტერაქტი სტამბოლში

თურქეთის პოლიცია სტამბოლის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილის ფოტოს ავრცელებს

http://time.com/

თურქული მედია თურქეთის პოლიციაზე დაყრდნობით, სტამბოლის ღამის კლუბზე ახალი წლის ღამეს მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი პირის ფოტოს ავრცელებს. მისი ვინაობის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელედება. 

1 იანვრის ღამით სტამბოლის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, სულ ცოტა, 39 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 69 ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები