ჰოლივუდი

HOLLYWeeD - "წმინდა ბალახად" გადააკეთეს ჰოლივუდის ლეგენდარული მონუმენტი

HOLLYWeeD
AP

ჰოლივუდის სიმბოლო - მთა მაუნტ ლიზე აღმართული ნიშანი HOLLYWOOD დღეს იკითხება, როგორც HOLLYWeeD (წმინდა ბალახი). გვიან ღამით ობიექტზე შეიპარა შავებში ჩაცმული მამაკაცი, რომელმაც ასო O იმგვარად გადააკეთა, რომ ის e-დ იკითხებოდეს, რის შედეგადაც ჰოლივუდის ნიშანი მარიხუანას საპატივცემულო აბრად გადაკეთდა.

ობიექტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ღამით დაახლოებით სამი საათისთვის შავებში ჩაცმული მამაკაცი ტერიტორიაზე შეიპარა და თეთრი და შავი ნაჭრის მეშვეობით ტექსტი გადააკეთა. პოლიციას ეჭვმიტანილი ჯერ არ ჰყავს. "დამნაშავეს" მძიმე სანქციები არ ემუქრება.

1923 წელს აღმართული ნიშანი დღეს კალიფორნიის კულტურულ-ისტორიული მონუმენტის სტატუსს ატარებს, შესაბამისად მისი დამახინჯება ან იერსახის შეცვლა დანაშაულს წარმოადგენს.

8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე კალიფორნიაში მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებაც ჩატარდა საერთო სახალხლო გამოკითხვა, რომელზეც ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი ლეგალიზაციას დაუჭირა, თუმცა ფედერალური კანონმდებლობის მიხედვით მარიხუანა ლეგალიზებული არაა.

კომენტარები