გარდაბნის ნაწილს გაზი არ მიეწოდება

pennystockresearch

შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, დღეს, 31 დეკემბერს, გარდაბანში მკვებავ გაზსადენზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად, ქალაქის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა.

კომპანიის ცნობით, ამჟამად, ავარია ლოკალიზებულია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ბუნებრივი გაზის მიწოდება დღესვე აღდგება.

"კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის, მოსახლეობას სთხოვს ყურადღება გამოჩინონ და დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები