ლარის კურსი

ლარი გამყარებას განაგრძობს, ერთი დოლარის ღირებულება 2.73 ლარი გახდა

განახლებული 50 ლარიანი
bloomberg.com

ეროვნული ვალუტა უკვე მესამე სავალუტო აუქციონის მანძილზე მყარდება. დღევანდელ ვაჭრობაზე ლარი დოლართან მიმართებით 2 თეთრით, ევროსთან მიმართებით კი 2.2 თეთრით გამყარდა. დოლარის ღირებულება 2.73 ლარი, ევროს ღირებულება კი 2.85 ლარი გახდა.

ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს ლარის სწრაფი გაუფასურების შესაჩერებლად $40 მილიონი გაყიდა. სებ-მა განცხადებაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბანკი მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები კურსის ჭარბი მერყეობის შესაჩერებლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი კურსი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას "რაციონალური მოლოდინები განაპირობებს". სებ-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბანკი ინფლაციური მოლოდინების ზრდის შემთხვევაში მზადაა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გაამკაცროს.

 

სავალუტო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა წელს 24-ჯერ განახორციელა. სებ-მა იყიდა $278 მლნ აშშ დოლარი და გაყიდა 280 მლნ აშშ დოლარი. 

კომენტარები