ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

კახიძე: თუ სააკაშვილმა იცის, რა გარიგებებს აქვს ადგილი, უთხრას საზოგადოებას

თუ მიხეილ სააკაშვილმა იცის, რა გარიგებებს აქვს ადგილი, რა ლაპარაკებზეა საუბარი, ვინ ვის რას პირდება, ეს ყველაფერი თუ იცის და თან სხვადასხვა წყაროდან, მაშინ საზოგადოებაც იმსახურებს, რომ ჰქონდეს ინფორმაცია.

ობიექტივზე ელისო კილაძის საავტორო გადაცემას და ქრონიკა პლუსს ხომ არ დავეყრდნობით მხოლოდ? იქნებ რამე სანდო წყარო და ინფორმაციაც არსებობს - როგორ გარიგდნენ ყოფილი თანამებრძოლები იმასთან, ვისი თამაშიცაა ეს ყველაფერი, ვინ ვის რას პირდება და ა.შ.

ენმ-ის დეპუტატი ოთო კახიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე, რომ "მე ბევრი რაღაც ვიცი, ვიცი, რა გარიგებებს აქვს ადგილი, რა ლაპარაკებზეა საუბარი, ვინ ვის რას პირდება, ეს ყველაფერი მე ვიცი. ტყუილად ჰგონიათ, რომ ინფორმაცია არა მაქვს. მაქვს ინფორმაცია ბევრი სხვა წყაროდან". სააკაშვილმა ზუგდიდში, ენმ-ის კონფერენციაზე ჩართვისას ასევე აღნიშნა, რომ "ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლის მხრიდან, და მინდა ვთქვა, რომ ყოფილი თანამებრძოლის მხრიდან, რადგან თანამებრძოლად მე ვერ ჩავთვლი ისეთ ადამიანს, რომელიც ასეთ სიტუაციაში ასეთ რაღაცას მიმართავს. მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ: ვისი თამაშია ეს, ძალიან კარგად ვხვდები".

კომენტარები