არ შემიძლია, არ აღვნიშნო და სამწუხაროდ, უნდა შევეხო იმ განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ზუგდიდში ჩართვის დროს, როდესაც მან პარტიის ლიდერების ნაწილს უწოდა მოღალატეები. ეს უკვე მორალური ზღვარიც აღარ არის პარტნიორებთან დამოკიდებულების. როდესაც პარტიის ლიდერი თანამებრძოლებს უწოდებს მოღალატეებს, რა თქმა უნდა, აქ ჩნდება უფსკრული და ამ უფსკრულის შევსება არის ძალიან რთული. მე არავისთვის ჩემს პარტიაში მოღალატე არ დამიძახია. მერე რა, ვიღაცას შეიძლება, დათო ბაქრაძე უნდოდეს პარტიის თავმჯდომარედ, ვიღაცას - დათო კირკიტაძე. არც ერთია მოღალატე და არც მეორე, უბრალოდ, ერთს თავისი აზრი აქვს, მეორეს - თავისი. ვიღაც შეიძლება, თვლიდეს, რომ ელენე ხოშტარია უინდა იყოს პოლიტსაბჭოში და ვიღაც შეიძლება თვლიდეს, რომ ჩიორა თაქთაქიშვილი, მერე რა? ორივეს თავისი აზრი აქვს და არც ერთის მხრიდან ღალატი არ არის, ამიტომ, როდესაც ასეთი ტერმინით ოპერირება ხდება და ადამიანების, თანამებრძოლების, ლიდერების მონათვლა ხდება მოღალატეებად, ეს აჩენს ბზარს და ამ ბზარის ამოვსება შემდეგ ძალიან რთულია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ბაქრაძე: სააკაშვილმა თანამებრძოლებს "მოღალატეები" უწოდა, ეს მორალური ზღვარიც აღარაა
tbl.ge/23f8
დაკოპირდა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთავი ორის ეთერში, ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




