ლარის კურსი

6 დეკემბრის შემდეგ პირველად, დოლართან მიმართებით ლარი გამყარდა

ტაბულა

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით დღეს 1.3 თეთრით გამყარდა. ერთი დოლარის ღირებულება დღეს 2.771 ლარი გახდა. 

რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებით 0.6 თეთრით გაუფასურდა. ევროს ღირებულება 2.8999 ლარი გახდა.

ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს ლარის სწრაფი გაუფასურების შესაჩერებლად $40 მილიონი გაყიდა. სებ-მა განცხადებაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბანკი მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები კურსის ჭარბი მერყეობის შესაჩერებლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი კურსი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას "რაციონალური მოლოდინები განაპირობებს". სებ-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბანკი ინფლაციური მოლოდინების ზრდის შემთხვევაში მზადაა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გაამკაცროს.

კომენტარები