თელასი: თბილისის 20 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია საღამომდე აღუდგება

დღეს დილის 10 საათზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), დავით აღმაშენებლის გამზირის და მიმდებარე ქუჩების 20 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია შეუწყდა. თელასის ცნობით, აბონენტებს ელექტრომომარაგება საღამომდე აღუდგებათ.

თავდაპირველად კომპანიის პრესსამსახურში ტაბულას განუხაცხადეს, რომ ელექტრომომარაგება ორსაათ-ნახევარში აღდგებოდა, თუმცა, მათი თქმით, დათვალიერების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დაზიანების შეკეთება საღამომდე ვერ მოხერხდება.

კომენტარები