დიდუბე-ჩუღურეთის ნაწილს ელექტროენერგია ავარიულად გამოერთო. ამის შესახებ ინფორმაციას თელასი ავრცელებს.
„დღეს, 10:04 საათზე ავარიულად გამოირთო გადამცემი ხაზები „ვერა-1“ და „ვერა-2“. ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა თბილისის თბოელექტროცენტრალის (თეცი-ს) ქვესადგურის მომხმარებლებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), დავით აღმაშენებლის გამზირის და მიმდებარე ქუჩების 20 ათასამდე აბონენტს. სს „თელასის“ ტექნიკური სამსახური აწარმოებს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და აბონენტების ელექტრომომარაგება უახლოეს დროში აღდგება“, - აცხადებს თელასი და მომხმარებელს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.
აქვე აღსანიშნავია, რომ დღეს, 22 დეკემბერს, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება კრწანისის, სამგორის და საბურთალოს რაიონების ნაწილს.





