ბესელია რჩეულიშვილზე: ჩემთვის მგრძნობიარე თემაა, რადგან ქალს ეხება საქმე

ასეთი საკითხები, რომლებიც ეხება პატიმრობას, ჩემთვის უფრო მეტად მგრძნობიარე თემაა გამომდინარე იქიდან, რომ ქალს ეხება საქმე. რომ გითხრათ, შინაგანად, ადამიანურად არ მაწუხებს ეს თემა, არ ვიქნები გულწრფელი. ნამდვილად მაწუხებს და ვფიქრობ, რომ სასამართლომ უნდა განიხილოს ისე, რომ არ მოხდეს გადაწყვეტილებაში გარე ჩარევა. როგორც წესი, მიიჩნევა ცუდ ფორმად, როდესაც მოსამართლე იხილავს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს და გარედან რაიმე ფორმით ხდება მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება. ვისურვებ, რომ მოსამართლემ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება ყველა გარემოების გათვალისწინებით. ნამდვილად არ ვარ გულგრილი, რა ინფორმაციაც მესმის ქალბატონი რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია ცენტრ პოინტის დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილზე.

კომენტარები