მაია რჩეულიშვილის ადვოკატი დღეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს

fortuna.ge

ცენტრ პოინტის დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის ადვოკატი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო სასჯელით შეცვლას მოითხოვს. ადვოკატი რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციას წარადგენს. დაცვის მხარის განმარტებით, რჩეულიშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ცენტრ პოინტის დამფუძნებელი ჩაფიძის კლინიკაში იმყოფება.

„ყველა გამოკვლევა ცალსახად ადასტურებს, რომ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება და იმ პატარა საკანში მოთავსება, რომელიც არც ნიავდება და არანაირი პირობები არ არის, ბუნებრივია, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ბევრად უფრო გააუარესებს. თუ სასამართლო და პროკურატურა იქნება გონივრული, ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეფარდოს“, - აცხადებს ადვოკატი მარინა ცუცქირიძე.

ცენტრ პოინტის დამფუძნებელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 6 თვის წინ შეუფარდა. მას მითვისება/გაფლანგვას ედავებიან.

კომენტარები