21 დეკემბერს, თბილისის სამ რაიონის ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, ნაძალადევის და გლდანის რაიონებს შეეხება. კომპანია მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებასა და სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10:00- დან 15:00 - მდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:00- დან 17:00 შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის და გია რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10:00-დან 13:00- მდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის N34 კორპუსების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11:00- დან 14:00- მდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





