მე არ ვიცი, ვინ ურჩია მას ამ ტერმინების გამოყენება. გარიგება არის აბსურდული ბრალდება, რას ეყრდნობა, ჩემთვის გაუგებარია. პარლამენტში შესვლა და ივანიშვილის რეჟიმთან ოპონირება გარიგება კი არ არის, არამედ ეს არის ერთადერთი სწორი გზა, ამავე დროს, ცარიელ სკამზე ახალი თავმჯდომარის არჩევა არ არის მიშა სააკაშვილის გარიცხვა პარტიიდან ან მისი გადაყენება თავმჯდომარეობიდან. მიშა სააკაშვილი აღარ არის პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ ის რჩება, რა თქმა უნდა, პარტიის ლიდერად, უმნიშვნელოვანეს ფიგურად, ამ პარტიის დამფუძნებლად, რეგიონალურ ლიდერად, მაგრამ პარტიას თავმჯდომარე ფიზიკურად არ ჰყავს, იმიტომ, რომ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ამ პოზიციის დაკავებას, ამიტომ, ეს არანაირი ბიძინა ივანიშვილის თამაში არ არის და არავინ მიხეილ სააკაშვილს არ ებრძვის.
ჩვენ ფოკუსი გვაქვს გასასწორებელი, მთავარი ფოკუსი ბიძინა ივანიშვილზე უნდა გვქონდეს, მითუმეტეს, ის რაც ხდება ქვეყანაში, ამ მთავრობის უუნარობის გამოა, ახლა ჩვენ თუ ერთმანეთს უნდა ვეძახოთ სვეტები და ბლანჟეიანები, ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება. როდესაც მთავარი ფოკუსი არ გვაქვს ივანიშვილზე, სწორედ ის ხეირობს ამით.





