ლარის გაუფასურება

ახალი ისტორიული მინიმუმი - ერთი დოლარი 2.783 ლარი ღირს

განახლებული 50 ლარიანი
bloomberg.com

ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან 4.1 თეთრით გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულება 2.783 ლარია. დღესვე ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა, ეს კი ნიშნავს, რომ ინტერვენციის მიუხედავად, ლარი მაინც გაუფასურდა.

ლარის გაუფასურების წინა პიკი 19 დეკემბერს დაფიქსირდა, მაშინ ერთი დოლარი 2.74 ლარი ღირდა. ლარი ევროსთან მიმართებით 2.9 თეთრით გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ევრო 2.89 ლარი ღირს. ლარი გასული თვის მანძილზე დოლართან მიმართებით 30 თეთრით გაუფასურდა, ეს 10%-იან გაუფასურებას ნიშნავს.

ეროვნულმა ბანკმა დღესვე განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბანკი მზადაა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები კურსის ჭარბი მერყეობის შესაჩერებლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი კურსი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას "რაციონალური მოლოდინები განაპირობებს". სებ-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბანკი ინფლაციური მოლოდინების ზრდის შემთხვევაში მზადაა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გაამკაცროს. 

სავალუტო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა წელს 24-ჯერ განახორციელა. სებ-მა იყიდა $278 მლნ აშშ დოლარი და გაყიდა 280 მლნ აშშ დოლარი. 

კომენტარები