ლარის გაუფასურება

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა

Reuters

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა, აუქციონზე შემდგარმა კურსმა დოლართან მიმართებით 2.78 ლარი შეადგინა. ეს კი ნიშნავს, რომ ინტერვენციის მიუხედავად ლარი მაინც გაუფასურდა.

დღესვე ეროვნულმა ბანკმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბანკი მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები კურსის ჭარბი მერყეობის შესაჩერებლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი კურსი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას "რაციონალური მოლოდინები განაპირობებს". სებ-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბანკი ინფლაციური მოლოდინების ზრდის შემთხვევაში მზადაა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გაამკაცროს. 

სავალუტო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა წელს 24-ჯერ განახორციელა. სებ-მა იყიდა $278 მლნ აშშ დოლარი და გაყიდა 280 მლნ აშშ დოლარი. 

კომენტარები