შემთხვევა ციმბირში

ციმბირში აბაზანის ხსნარის დალევის შედეგად სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა

Tass

სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა ციმბირის ქალაქ ირკუტსკში აბაზანის ხსნარის დალევის შედეგად.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, გარდაცვლილებმა აბაზანის ხსნარი კუნელის სურნელით ალკოჰოლის ნაცვლად მოიხმარეს. პროდუქტი "ბოიარიშნიკი" მეთილის სპირტს შეიცავს.

რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციამ ხსნარი მიმოქცევიდან ამოიღო.

პოლიციამ ასევე აღმოაჩინა ადგილი, სადაც ხსნარს უკანონოდ ამზადებდნენ და დააკავა მფლობელები.

რუსული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები 35-დან 50 წლამდე ასაკის დაბალშემოსავლიანი ადამიანები არიან. 

კომენტარები