20 დეკემბერს, თბილისის ოთხ რაიონს, ელექტრომომარაგება შეეზღუდება

newcastle.gov.za

20 დეკემბერს, თბილისის ოთხ რაიონის ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის, სამგორის, ისნის და საბურთალოს რაიონებს. კომპანია მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00-დან 15:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის და ზესტაფონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების II, IV და V კვარტლების, საქსოფმანქანის დასახლების, მოსკოვის გამზირის, ენგურჰესის, გუმათჰესის, ორხელაშვილის, ღლონტის, ტყემალაძის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: დოესის, ზურაბიშვილის, კოშკოვანის და ძევერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, კარტოზიას, საბურთალოს და ანტონოვსკაის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები