Reporters Sans Frontieres

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე: 2016 წელს მედიის 75 წარმომადგენელი მოკლეს

Reporters Sans Frontieres

ორგანიზაციის - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (Reporters Sans Frontières) - ცნობით, 2016 წელს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 58 ჟურნალისტი, 9 ონლაინაქტივისტი და 8 მედიაასისტენტი დაიღუპა.

პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო, ამ დრომდე დაკავებულია 179 ჟურნალისტი, 157 ონლაინაქტივისტი და 12 მედიაასისტენტი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პროფესიული მოვალეობის დროს დაღუპულ ჟურნალისტთა რაოდენობამ იკლო. კლება გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, მათ მიერ კონფლიქტის რეგიონების დატოვებას უკავშირდება. 2015 წელს 81 ჟურნალისტი, 19 ონლაინაქტივისტი და 6 მედიაასისტენტი მოკლეს.

ჟურნალისტების უმეტესობა საკუთარ ქვეყანაში დაიღუპა.

კომენტარები