თბილისში, მირიან მეფის ქუჩის ნაწილს ხვალ ბუნებრივი აირი შეზღუდვით მიეწოდება

pennystockresearch

ყაზტრანსგაზ-თბილისის ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 16 დეკემბერს, 11:30 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის რაიონში, მირიან მეფის ქუჩა №13-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 15:30 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. 

ყაზტრანსგაზ-თბილისი ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილი.

კომენტარები