საფრანგეთის პრემიერმინისტრი მანუელ ვალსი მოუწოდებს რუსეთს, ალეპოს მშვიდობიანი მოსახლეობა გადაარჩინოს. ამის შესახებ იგი twitter-ზე წერს.
"მოვუწოდებ რუსეთის ლიდერებს, ადამიანური სინდისი გამოიყენონ და გადაარჩინონ ალეპოს მშვიდობიანი მოსახლეობა", - წერს მანუელ ვალსი.
გაერომ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა უკვე მიმართეს სირიასა და რუსეთს, რომელიც ასადის რეჟიმს ავიაციით ეხმარება, ინტენსიური თავდასხმები შეწყვიტონ და მშვიდობიან მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მისცენ.





