ფარული თვალთვალი

ავსტრალიაში მამაკაცი მოსაზომ ოთახებში ქალების ფარულად გადაღებისთვის დააკავეს

http://crgworldwide.com/

ავსტრალიაში ბრიტანელი მამაკაცი დააკავეს, რომელიც ქალებს საცურაო კოსტიუმის მაღაზიის მოსაზომ ოთახებში ფოტოებსა თუ ვიდეოებს ფარულად უღებდა.

28 წლის მამაკაცის მობილურში პოლიციამ 49 ქალის ვიდეოები და ფოტოები ნახა.

პოლიციის ცნობით, მამაკაცი გადაღებულ მასალას ფეისბუქის პრივატულ გვერდზე ტვირთავდა.

მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც ქალმა მოსაზომი კაბინის თავზე მობილური შენიშნა.

ბრიტანელი მამაკაცი ავსტრალიაში სამუშაო ვიზით იმყოფება. მას სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა.

კომენტარები