ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
კირკ დუგლასი

ამერიკელი მსახიობი კირკ დუგლასი 100 წლის გახდა

პარასკევი, 9 დეკემბერი, 2016 - 15:28
tbl.ge/22cw
დაკოპირდა
1956 წელს გადაღებული ფოტო შვილებთან - მაიკლ და ჯოელ დუგლასებთან ერთადGetty Images
იშურ დანიელოვიჩი, ამერიკელი მსახიობი მკაცრი გამოხედვითა და მკვეთრად ჩაღრმავებული ნიკაპით. დანიელოვიჩმა წლების შემდეგ, სახელი გადაირქვა და კირკ დუგლასი გახდა.Getty Images
1965 წელს გადასაღებ მოედანზე შვილთან, მაიკლ დუგლასთან ერთადGetty Images
Getty Images
1991 წელს როდესაც კირკ დუგლასს ჯანმრთელობასთან პრობლემები შეექმნა, მისი იუდაური რწმენა განმტკიცდა. ფოტოზე დუგლასი იერუსალიმში კედელთან ლოცულობსGetty Images
1996 წელს, დუგლასმა მძიმე ინსულტის შემდეგ, მეტყველების უნარი დაკარგა. საკუთარი გამოცდილების შესახებ მან წიგნიც დაწერაGetty Images
დაბადების დღეს გილოცავთ კირკ! ფოტოზე მაიკლ დუგლასთან და კეტრინ ზეტა ჯონსთან ერთად.Getty Images

ამერიკელი მსახიობი კირკ დუგლასი 100 წლის გახდა. კირკ დუგლასის ფილმოგრაფია 100-მდე ფილმს ითვლის. მსახიობი ცნობილია თავისი კინოგმირებით, რომლებიც ფილმებში "სპარტაკი" და "ჩემპიონი" ითამაშა. ამერიკის კინოაკადემიამ 1996 წელს დუგლასს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ოსკარი გადასცა.

კირკ დუგლასი ორჯერ იყო დაქორწინებული, მას 4 შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან - მსახიობი მაიკლ დუგლასი და პროდიუსერი ჯოელ დუგლასი, მეორე ქორწინებიდან კი - პროდიუსერი პიტერ დუგლასი და მსახიობი ერიკ დუგლასი. კირკის მსგავსად, კინემატოგრაფიაში წარმატებას მისმა ორმა შვილმა - მაიკლ დუგლასმა და ერიკ დუგლასმა მიაღწიეს.

3 რამ რაც მის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ:

კირკ დუგლასი მისი ნამდვილი სახელი არ არის

მისი ნამდვილი სახელი იშურ დანიელოვიჩია. კირკ დუგლასი 1916 წლის 9 დეკემბერს ნიუ იორკის შტატის პატარა ქალაქ ამსტერდამში დაიბადა. მისი ებრაული ოჯახი ბელარუსიიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადმოცხოვრდა. მას შემდეგ, რაც იშურ დანიელოვიჩმა კინემატოგრაფიაში მოღვაწეობა გადაწყვიტა, სახელი გადაირქვა და კირკ დუგლასი გახდა.

ხელი შეუწყო ჰოლივუდის შავი სიის გაქრობას 

მეოცე საუკუნის შუა წლებში, ჰოლივუდის შავ სიაში ხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც კომუნიზმთან ასოცირდებოდნენ, მოსწონდათ კომუნისტური რეჟიმი ან რაიმე შეხება ჰქონდათ კომუნისტებთან. კირკ დუგლასმა დაჟინებით მოითხოვა შავ სიაში მყოფ სცენარისტ დალტონ ტრამბოსთან თანამშრომლობა ფილმ "სპარტაკზე". როგორც ცნობილია, ამ ინციდენტის შემდეგ, ჰოლივუდში შავი სია აღარ ფუნქციონირებდა.

ის გადაურჩა ვერტმფრენის კატასტროფას, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა

1991 წლის თებერვალში ვერტმფრენი, რომლითაც კირკ დუგლასი მგზავრობდა სანტა პაულას აეროპორტთან ჩამოვარდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნას პილოტი და 18 წლის მგზავრი ემსხვერპლა. მაშველებს 90 წუთი დასჭირდათ 74 წლის მსახიობის ამოსაყვანად, რომელსაც თავის არეში ჭრილობა და ნეკნის მოტეხილობა ჰქონდა.

კირკ დუგლასიმაიკლ დუგლასიკეტრინ ზეტა ჯონსი100 წლის იუბილე

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 24 თებერვალი, 2020 - 09:18კირკ დუგლასის ანდერძის მიხედვით მისი ქონება ქველმოქმედებას მოხმარდება
  • ხუთშაბათი, 13 თებერვალი, 2020 - 12:13Lust For Life: კირკ დუგლასი ვინსენტ ვან გოგის როლში (ფოტოები)
  • ხუთშაბათი, 6 თებერვალი, 2020 - 09:51მსახიობი კირკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:47

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:04

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 20:09

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 19:36

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)

საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას (რ)
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 18:26

საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას (რ)

ყველაზე კითხვადი

ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
1ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
2Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში