გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საკუთარი twitter-ის გვერდზე შეჩერების მექანიზმის შესახებ შეთანხმებას ეხმაურება.
"საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაცია: მივესალმები შეჩერების მექანიზმის შეთანხმებას. მოვუწოდებ ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტს, რაც შეიძლება მალე მიიღონ გადაწყვეტილება",- წერს ჰანი.
შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევის შესახებ საკუთარი twitter-ის გვერდზე დღეს ევროპარლამენტის წევრმა კატი პირმა დაწერა.
"როგორც იქნა, შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება მიღწეულია, მომავალ კვირას უკვე შევძლებთ ხმა მივცეთ საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლას", - წერს პირი.