მთვარეზე ტურიზმი

მთვარეზე ვიზიტი 10 წელიწადში $10 000-ად იქნება შესაძლებელი

NASA

მთვარეზე ვიზიტი მოქალაქეებისთვის 2026 წლისთვის შესაძლებელი გახდება. ამის შესახებ ორგანიზაცია Moon Express-ის დამაარსებელი საუბრობს.

Moon Express

ეს პირველი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც ამერიკის მთავრობამ მთვარეზე ტურების ორგანიზებისთვის ნებართვა მიანიჭა. კომპანია 2017 წელს მთვარეზე რობოტის გაგზავნას გეგმავს, რათა დედამიწის თანამგზავრზე მონიშნოს საუკეთესო, მინერალების მქონე ადგილები.

ბილეთი

კოსმოსში ტურისტად წასვლა, ცხადია, იაფი არ ჯდება. ორგანიზაციის დამაარსებლის, ნავინ ჯეინის ინფორმაციით, მომდევნო 10 წელიწადში მთვარეზე გამგზავრება თითო ადამიანს 10 000 დოლარი დაუჯდება.

მგზავრობა

მთვარეზე გამგზავრებას ტურისტები 4 საათში შეძლებენ. ეს ხანგრძლივობა უფრო მცირეა, ვიდრე ნიუ იორკიდან ლონდონამდე ფრენა. Moon Express-ის დამაარსებელი ფიქრობს, რომ მთვარეზე ვიზიტი, რაც ფრენას და დაშვებას გულისხმობს, განსაკუთრებით პოპულარული წყვილებში იქნება. გადასალახ გამოწვევებში მაღალი რადიაცია და ტემპერატურის მნიშვნელოვანი სხვაობაა დასახელებული.

კომენტარები