Роскомнадзор

რუსეთის დუმის დეპუტატები Роскомнадзор-ს FIFA 17-ის შემოწმებას სთხოვენ

Twitter/easportsfifa

რუსეთის დუმის დეპუტატებმა FIFA 17-ის შესამოწმებლად რუსეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურს (Роскомнадзор) მიმართეს.

დეპუტატების აზრით, FIFA 17 შესაძლოა არღვევს კანონს, რომელიც "ბავშვებს ისეთი ინფორმაციისგან იცავს, რომელმაც შესაძლოა მათ ჯანმრთელობასა და განვითარებას ხელი შეუშალოს".

ფრაქცია КПРФ-ის (რუსეთის კომუნისტური პარტია) წევრებმა კი, FIFA 17 ჰომოსექსუალობის პროპაგანდის გავრცელებაში "ამხილეს".

დეპუტატების ეჭვი, FIFA 17-ის მიერ პრემიერლიგის აქციაში - "ვაქციოთ სპორტი ყველას თამაშად" ჩართვამ გამოიწვია. აქციასთან დაკავშირებით FIFA 17-მა Ultimate Team-ის მოთამაშეებს ცისარტყელას ფერებიანი მაისურების უფასოდ ყიდვის ფუნქცია შესთავაზა.

კომენტარები