ტრანსპორტი

რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსით მგზავრობა გაძვირდა

რუსთავი 2

4 დეკემბრიდან, რუსთავიდან თბილისისკენ და პირიქით, მგზავრობა 20 თეთრით გაძვრიდა და 1.5 ლარი გახდა. მოქალაქეებმა ამის შესახებ დღეს, სამარშუტო ტაქსში შეიტყვეს.

ინფორმაციას ადასტურებენ კომპანია ინტერტრანსში და ამას ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ხსნიან. მათი განცხადებთ, რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსების 9 ხაზიდან 7-ზე მგზავრობა გაძვირდა. ტარიფის მომატება არ შეეხო მხოლოდ ლილოს ბაზრობისა და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებებს. თუმცა, კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ ფასები ამ მიმართულებებზეც გადაიხედოს. 

"ფასის შემადგენელი ყველა ნაწილი გაძვირებულია. ეს შეეხება როგორც საწვავ-საპოხ მასალას, ისე სათადარიგო ნაწილებს და სხვა კომპონენტებს. გარდა ამისა, ბანკის გადასახადს, რომელიც ჩვენ უცხოურ ვალუტაში გვაქვს აღებული. ყველაფერ ამის შედეგად, კომპანია თავის მძღოლებთან ერთად იძულებული გახდა მიეღო საკმაოდ არაპოპულარული გადაწყვეტილება", - უთხრა რუსთავი 2-ს კომპანია ინტერტრანსის დირექტორმა, ირაკლი ჩიღვინაძემ.

კომენტარები