აქციები სეულში

სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის გადადგომას კვლავ მოითხოვენ

EPA

სამხრეთ კორეაში თვეზე მეტია, პრეზიდენტ პაკ კინ-ჰეს გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს. პრეზიდენტს კორუფციულ გარიგებაში სდებენ ბრალს.

სამხრეთ კორეის პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პრეზიდენტის ახლო მეგობარს, რომელიც, პრეზიდენტთან კავშირების გამოყენებით, მსხვილ ბიზნესებს, სავარაუდოდ, აიძულებდა დაეფინანსებინათ მისი ორი არასამთავრობო ორგანიზაცია. ამასთან, მეგობარს ბრალს სდებენ იმაშიც, რომ, მიუხედავად რაიმე თანამდებობის არქონისა, სახელმწიფო საქმიანობაში ერეოდა.

სამხრეთ კორეის კანონმდებლობით, პრეზიდენტს იმუნიტეტი იცავს, ამიტომაც, პროკურატურა მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალს ვერ წარუდგენს.

პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს.

სამხრეთ კორეის ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე წარადგინეს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნა.

კომენტარები