აშშ

აშშ-ის 15 სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაურის პოზიციაზე 7 კანდიდატი შერჩეულია

თეთრი სახლი
huffpost.com

ამერიკის შეერთებული შტატების 15 სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმღვანელის თანამდებობაზე, აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 კანდიდატი შეარჩია. თითოეული კანდიდატის დანიშვნას სენატი უნდა დაეთანხმოს. 

თავდაცვის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი

ჯეიმს მეტისი - ერაყსა და ავღანეთში საზღვაო ქვეით ჯარში მსახურობდა. 1991 წელს სპარსეთის ყურეში ომსა და 2001 წელს სამხრეთ ავღანეთში მეტისი ბატალიონის ხელმძღვანელი იყო. 2003 წელს ერაყის დაპყრობაში, 2004 წელს კი ერაყელი მეამბოხეების წინააღმდეგ Fallujah-ის ბრძოლაში მონაწილეობდა.

გენერალური პროკურორობის კანდიდატი

ჯეფ სეშენსი - ალაბამის ყოფილი გენერალური პროკურორი და სენატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტის მოქმედი წევრია. სეშენსი ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისას იმიგრაციულ საკითხებში მისი მთავარი მრჩეველი იყო. ცნობილია თავისი ანტიიმიგრაციული შეხედულებებით.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი

მაიკ პომპეო - 2011 წლიდან პომპეო კონგრესში კანზასის შტატის წარმომადგენელი იყო. 

ვაჭრობის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი

ვილბურ როსი - საინვესტიციო კომპანია WL Ross & Co-ის დამფუძნებელი როსი რისკიანი კაპიტალისტია, რომელიც ორიენტირებულია შეისყიდოს ისეთი ბიზნესი, რომელიც გაკოტრების პირას არის. 

განათლების სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი

ბეტსი დევოსი - ამერიკის ბავშვთა ფედერაციის ხელმძღვანელია. დევოსი კონსერვატორი აქტივისტი და მილიარდერი ქველმოქმედია, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით კერძო სკოლების ვაუჩერების სისტემა იძულებით გაატარა (კერძო სკოლები დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა). 

ჯანდაცვის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი

ტომ პრაისი - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.

ტრანსპორტის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი

ელენ ჩაო - აშშ-ის ისტორიაში ჩაო პირველი აზიელი ქალია, რომელიც სახელმწიფო კაბინეტის წევრი გახდა. ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის პერიოდში, იგი შრომის სახელმწიფო მდივანი იყო. 

სახელმწიფო ხაზინის მდივანი

სტივ მნუჩინი - მნუჩინი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ფინანსური ხელმძღვანელი იყო. საჯარო მმართველობის სფეროში მას გამოცდილება არ აქვს. 

ახალი ადმინისტრაცია მუშაობას ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დაიწყებს. პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება.

კომენტარები