ავტოსაგზაო შემთხვევა

სარაჯიშვილის გამზირზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

Getty Images

სარაჯიშვილის გამზირზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.

უწყებისვე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს "ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა". დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები