დღეს ყველანი რუბიკონის განაპირას ვდგავართ. დღეს ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ვფიქრობ, ეს ისტორიული დროა - დღევანდელი დღე, როცა წილი ნაყარი გახდება და შემდეგ, მომავალი თაობებისთვის ჩვენ პასუხი გვექნება, რომ სიცრუემ, სიბილწემ ვერ გაიმარჯვა. ამ სიცრუეს, სიბილწეს ჩვენ ზავი არ დავუდეთ. დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქვეყანას აჩვენებს, იქნება თუ არა ერთიანი და რა გზას აირჩევს - გახსნის თავის კარს თუ არა. გაიგონებს ასობით ათასი მისი ამომრჩევლის ხმას თუ არა. ჩემი სამოქალაქო, პოლიტიკური პოზიცია ყოველთვის იყო და არის - ერთი პიროვნების სახელში გამოხატული - მიშა - და თუ კი ენმ-ის პოლიტიკოსები ჩემს ხმას ისმენენ, ვიტყვი - მასთან ყველანაირი ფორმით მათი გამიჯვნა მომავალი თაობებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა და სიბილწე. ამაზე ლაპარაკიც აღარ ღირს. ასეთი ამბები ისტორიული სირცხვილისთვისაა ყოველთვის განწირული და მომავალში შანსი არასდროს აქვთ. ვიცი, გავუძლებთ და გავიმარჯვებთ და ძალაც თუ ერთობაშია, სხვაგან ნუ ვეძებთ, ბატონებო. დიახ, ძალა ერთობაშია და სიმართლეში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
დავით დეფი: ჩემი პოზიცია იყო და არის ერთი პიროვნების სახელში გამოხატული - მიშა
tbl.ge/21op
დაკოპირდა

პოეტი დავით დეფი გოგიბედაშვილი ენმ-ის პოლიტსაბჭოს შესახებ, სადაც წყდება, როგორ და როდის ჩატარდება პარტიის ყრილობა.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




