საქართველოს პარლამენტი

ზოიძე: ავკრძალოთ მოწევა საქართველოს პარლამენტში, როგორც თბილისში, ისე – ქუთაისში

ჩვენ გვჭირდება დამატებითი თანხა, ბიუჯეტს სჭირდება დამატებითი თანხა საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის გაფართოებისთვის ჩვენი უმწეო მოქალაქეებისთვის, ჩვენი პენსიონერებისთვის წამლის დამატებითი პაკეტის უზრუნველყოფისთვის და ამის ყველაზე ლოგიკური საერთაშორისო გზა არის სწორედ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებზე აქციზიდან მიღებული შემოსავალი. მე მხოლოდ შემიძლია მოვუწონო ეს ინიციატივა [თამბაქოზე აქციზის ზრდა] მთავრობას და მეორე - მარტო აქციზის გაზრდა თამბაქოს წევას ვერ შეამცირებს, მივმართავ ახალი მოწვევის პარლამენტის წევრებს, რომელთაც დარწმუნებული ვარ, ყველას, მიუხედავად პარტიული წარმომავლობისა, გვინდა განახლება ამ ქვეყანაში, მოგიწოდებთ, რომ განახლება ჩვენგან დავიწყოთ და მაგალითი მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს და ავკრძალოთ მოწევა საქართველოს პარლამენტში, როგორც თბილისში, ისე – ქუთაისში.

ქართული ოცნების დეპუტატი აკაკი ზოიძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

კომენტარები