გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

შოთაძე თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე: ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები

pirveliradio.ge

მთავარი პროკურორის ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კვლავ მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, ბრალდებული მოქმედებდა თუ არა მარტო და რა მოტივი ჰქონდა.

"საქმეზე ერთი პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რომელიც მიმალვაშია და მასზე გამოცხადებულია ძებნა. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, რათა დადგინდეს, ეს პირი მოქმედებდა თუ არა მარტო, რა მოტივი ამოძრავებდა მას და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები. რა თქმა უნდა, გვესმის, რაოდენ მაღალი საჯარო ინტერესია ამ საქმისადმი და საზოგადოებას გამოძიების სიახლეებზე აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას", - ამბობს ირაკლი შოთაძე.

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. დეპუტატი გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები.

შიანაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ხოლო მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. შსს-ს ცნობით, იარაღის უკანანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით კი, ბრალი 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს წარედგინა.

კომენტარები