რუსეთის მოქალაქეობა

ვლადიმირ პუტინმა სტივენ სიგალს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა

AFP/Getty Images

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი კრემლში მიიღო და რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. 

პუტინის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის სიტუაციის ნორმალიზაციას ხელს შეუწყობს.

რუსეთის მოქალაქეობის სურვილი თავად სიგალმა ჯერ კიდევ სექტემბერში გამოთქვა. მისი თქმით, ის რუსეთში წელიწადში რამდენიმე თვის გატარებას გეგმავს.

პუტინმა სიგალს რუსეთის მოქალაქეობის მოპოვება მიულოცა. თავის მხრივ, სიგალი იმედოვნებს, რომ მისი და პუტინის პირადი ურთიერთობა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის დასაწყისში ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიესაც მიანიჭა.

სტივენ სიგალი კი აგვისტოში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსაც შეხვდა, რომელიც მას საკუთარ ბაღში მოყვანილი სტაფილოთი გაუმასპინძლდა. 

 

კომენტარები