მე არ მექნებოდა უფლება, გამეკრიტიკებინა ნებისმიერი თქვენი კოლეგა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გასაკრიტიკებელი ბრძანდებით თქვენ, დღეს და იცით, რატომ? იმიტომ, რომ თქვენ უღალატეთ ყოველგვარ ფასეულობას და პრინციპებს, რაც შეიძლება, უბრალოდ, ქართველ ადამიანს ჰქონდეს, არათუ პოლიტიკოსს. თქვენ უღალატეთ მეგობრებს, თქვენს თანაგუნდელებს. თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც თვეების განმავლობაში, სანამ ოპოზიციაში იყავით, ამ მთავრობის შემადგენლობას ეძახდით იმ გუნდის წარმომადგენლებს, რომლებმაც დაგიჭირეს თქვენი ხუთი მეგობარი. და ახლა მაღალი ალბათობით, ის ხუთი ახალგაზრდა დაკავებული ციხის საკნებიდან გვისმენს და გვიყურებს. მე მაპატიეთ ბატონო ვიქტორ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, ამიერიდან ის ხუთი ახალგაზრდა ივანიშვილის პოლიტპატიმრები კი არ არიან მარტო, თქვენი პოლიტიკური პატიმრებიც არიან. ეს თქვენი სატყვებია, მე არ ვამბობდი, თქვენ ამბობდით ამას, რომ პოლიტპატიმრები არიან, ღარიბაშვილმა დააკავა, ივანიშვილმა დაიჭირა... და დღეს სად დაბრძანდით, ბატონო ვიქტორ, იქ, სადაც რეალურად ის ადამიანები სხედან, ვინც დაიჭირა ის ხუთი ადამიანი?
tbl.ge/214s
დაკოპირდა

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატს, ყოფილ თავისუფალ დემოკრატ ვიქტორ დოლიძეს ე.წ კაბელების საქმეზე დაკავებულები შეახსენა.
საქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობავიქტორ დოლიძენიკა მელიაე.წ კაბელების საქმეპოლიტიკური პატიმრები
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




