ფეხბურთი

სტივენ ჯერარდმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

Photograph: Tom Jenkins

ლივერპულისა და ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

36 წლის ფეხბურთელი ბოლო 2 წლის განმავლობაში ლოს ანჯელეს გელექსის რიგებში თამაშობდა. 1998-დან 2015 წლამდე კი, ლივერპულის შემადგენლობაში 710 შეხვედრა ჩაატარა და 186 გოლი გაიტანა. ლივერპულთან ერთად მან 8 ტიტულის მოგება მოახერხა.

ინგლისის ნაკრებში ჯერარდს 114 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 21 გოლი გატანილი. ინგლისის ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით, ის მეოთხე ადგილს იკავებს.

კომენტარები