რეკლამა

საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესის დაფინანსებას იწყებს

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი პროდუქტ "ქალი სტარტაპერს" ნერგავს. აღნიშნული, პროგრამა საქართველოს ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად, საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესს დააფინანასებს. ეს არის ქალი მეწარმეებისთვის რეალური შანსი, თავიანთი ბიზნეს იდეა რეალობად აქციონ და ისარგებლონ საქართველოს ბანკის "ქალი სტარტაპერის" ბიზნესსესხით. დაფინანსებით სარგებლობა შეუძლია მას, ვისაც აქვს საინტერესო ბიზნესიდეა, სესხი მოცულობა 10 000 ლარიდან განისაზღვრება და არ მოითხოვება სავალდებულო თანამონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი, პროგრამის ფარგლებში, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სრულიად უფასოდ ჩაერთოს "საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის" ტრეინინგში - "როგორ დავიწყო ბიზნესი?". აღნიშნული ტრეინინგი ყველა მათგანს ბიზნესიდეის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვან უნარებს და ცოდნას შესძენს. ამასთან, იმ ბიზნესიდეის ავტორი, რომელიც დაფინანსდება, ერთი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ ისარგებლებს საქართველოს ბანკის საოპერაციო პროდუქტებით.

"ქალი სტარტაპერის" ბიზნესსესხით სარგებლობისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.womeninbusiness.ge .

კომენტარები